უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზეც.
ილია მეორემ ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც განჩინება გამოსცა.