"საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა" - ამ სახელწოდებით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებული ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა. ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: "რატომ ევროპა?", აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
"ახალგაზრდული კვირეული" 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.