საქართველო ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის ერთჯერადად შეტანას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრის სტრასბურგში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი აქცენტები იმ მიღწევებზე გაკეთდება, რასაც ქვეყანამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.