თბილისში, საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარებაზე მსჯელობენ. კულტურათა კავშირის შესახებ საერთაშორისო ფორუმი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს.
მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული კულტურის ისტორიას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კულტურის ნაწილში საქართველო ევროპის სრულუფლებიანი წევრია.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა განათლების მინისტრიც.