ფრეიზერის ინსტიტუტის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე -7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.