საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია - ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტს და ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.