საერთაშორის ძიუდოს ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის მონაწილე ნაკრებების შემადგენლობა გამოაქვეყნა. ტურნირზე, რომელიც 22-24 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები დიუსელდორფში მხოლოდ ვაჟებით, 14 სპორტსმენით წარსდგება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს დიუსლედორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა: ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.