საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის მონაწილე ნაკრებების შემადგენლობა გამოაქვეყნა. ტურნირზე, რომელიც 22-24 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები დიუსელდორფში მხოლოდ ვაჟებით, 12 სპორტსმენით წარდგება. წინასწარი შეხვედრები 22 და 24 თებერვალს 11:30-ზე დაიწყება, ხვალ 23 თებერვალს კი 12:00 საათზე. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს დიუსელდორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა: ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა - ბრინჯაოს მედალი.