საქართველო დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს. გადაბარება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს შეაჯამებს.
საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას ასევე შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდგომ საქართველოს ელჩი თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს ევროპის საბჭოში საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს.
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა.