საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე გაზის ბალონი აფეთქდა. როგორც ” შინაგან საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.მათივე ინფორმაციით, დაშავებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იხილეთ: