პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყველას მოუწოდებს, არ მოახდინონ საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება.
პრემიერის განმარტებით, ეს საკითხი საქართველოს საშინაო საქმეა და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს. მისი თქმით, საქმესთან დაკავშიებით გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს საბოლოო დასკვნები.