საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან, თუმცა არა აშშ-ში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო ვითარება რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იშვიათი საჰაერო რეისები სრულდებოდა და ეს ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.