საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ამაყია, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს",- განაცხადა პრეზიდენტი.