დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას” – ამის შესახებ, „აისეტის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც სექტორებსა და შრომის ბაზარზე COVID-19-ის გავლენებს ეხება.
„აისეტის“ პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში, საქართელოში, უმუშევრობის მასშტაბური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც მასიური სოციალური პრობლემები მოჰყვება.
ეკონომიკური საქმიანობის შემცირება გავლენას თითქმის ყველა ინდუსტრიაზე ახდენს; ყველაზე მოწყვლადი სექტორების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დიდი წილი და გართობისა და დასვენების სექტორი. აღნიშნული სირთულეები ასობით ათას ადამიანს რისკის ქვეშ აყენებს, შემოსავლის ან სამუშაო საათების შემცირების ან სამუშაოს სრულად დაკარგვის კუთხით.