ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. მათ შორის, ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის პირველ იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მილიმეტრს არ აღემატება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.