საკარანტინო წესების დარღვევაზე მოქალაქეებს, შესაძლოა, სანქცია დაეკისროთ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დამუშავება სთხოვა.
თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
"კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გავქვს" - განაცხადა თალაკვაძემ.