საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა. უწყების განმარტებით, მოქალაქეებმა აღნიშნულის შესახებ სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის დაახლოებით 97 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 92 პირი იმყოფება.