პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უსმენენ. ომბუდსმენი დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს.
დოკუმენტი 447-გვერდიანია და მასში აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება.
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა.