იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კომიტეტი ორ კანდიდატს, ეკა ზარნაძეს და ლევან თევზაძეს უსმენს. თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მიხედვით, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.