ესპანეთის სუპერთასისთვის გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მადრიდელებმა 10-ქულიანი სხვობით 89:79 მოიგეს."რეალის" კალათბურთელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და პირველი ნახევრის შუა წუთებიდან მოყოლებული, ანგარიშში წინ იყვნენ. მადრიდელთა რიგებში საუკეთესო არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო იყო. მადრიდელთა მცველმა 16 ქულა მოაგროვა, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ მოხსნა ბურთი. "ბარსელონას" მხრიდან კი 23 ქულა ბრენდონ დევისმა ჩააგდო და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც ის გახდა.