თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი,,ბიზესპერესნიუსთან“ ამბობს, რომ მგზავრობა მხოლოდ შორ მიმართულებებზე და ისიც, მძღოლების მოთხოვნით გაძვირდა. ზრდა კი 10%-ის ფარგლებში მოხდა. რაც შეეხება თბილისთან ახლო მდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი.
მიუხედავად, ოფიციალურად გაცხადებული პოზიციისა, "ბიზნესპრენიუსის“ ინფორმაციით, 50 თეთრით არის გაზრდილი თბილისი-მუხრანის მარშრუტიც.
რაც შეეხება შორ მიმართულებებს, დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება: თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი- ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი-საჩხერის მიმართულებით მგზავრობა - 12 ლარამდე გაძვირდა.