საქალაქო სასამართლოსთან "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის და ქეთევან ჟორდანიას ბრალდების საქმის გადადებას აპროტესტებენ. საუბარია შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის" საქმეზე. დაზარალებულების განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესებს აჭიანურებს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.