20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 6 პირის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
საპროტესტო აქციას შეუერთდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძეც. როგორც ის აცხადებს, დაკავებულები უდანაშაულონი არიან და უნდა გაათავისუფლონ. მან კომენტარი სკანდალურ შეწყალებაზეც გააკეთა. მამალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით 28 აგვისტოს მისმა ძმამაც მიმართა, თუმცა ისევ უშედეგოდ.