განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას, ვიცე-მერის, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან ლაშა გოგიას ადვოკატი, ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, ის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. მისივე განმარტებით, საქმეში არაებული ვიდეოჩანაწერი სასაამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს, რადგან ის ფარული თვალთვალის შედეგად არის მოპოვებული.