საქალაქო სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა გრძელდება. აიზა მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რადგან 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავედ გამოაცხადა. ბრალდებას კი ოჯახი არ ეთანხმება. მოსარჩელეების ინტერესებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. მაჩალიკაშვილის მშობლები მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.