საქალაქო სასამართლოში რობაქიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე პირველად იკითხება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე, რომელმაც ბრალი ცოტა ხნის წინ აღიარა. ბაქრაძემ პალიტრანიუსის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იარაღი სემტხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მიიტანეს. მისი განცხადება საქმეში მტკიცებულების სახიტ ჩაიდო. მოგვიანებიტ ბაქრაძე, რომელიც რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მიმალვაში იყო საქართველოში დაბრუნდა. ის ტბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბაქრაძე აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. მისივე თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ზურაბ ბაქრაძე ასევე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, შსს-ის პრესსამსახურის ყოფილ უფროსთან გურამ დონაძესთან ინახება.