"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრება.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან და ბრალდების მხარის ორ მოწმეს მოუსმენენ.
რაც შეეხება ბრალდებულის პროცესზე არ დასწრების საკითხს, ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას წინა პროცესზე დარბაზი იძულებით დაატოვებინეს და შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ შეზღუდვა სასამართლო პროცესების ბოლომდე გაგრძელდეს.
შეგახსენებთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა.