"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანია "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა. როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები წყაროსთან დაკავშირებით ექნება, თუმცა, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უფლება აქვს არ გაასაჯაროოს წყარო, საიდან მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია. ადვოკატის თქმით კი, მათთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა კითხვები ექნება გამოძიებას ნიკა გვარამიასთან.