"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანია "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა. როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები წყაროსთან დაკავშირებით ჰქონდა. როგორც მან განაცხადა ნიკა გვარამიამ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, სისხლის სამართლის კოდექსის მინიჭებული უფლება გამოიყენა და არ გაასაჯაროოს წყარო, საიდან მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია.