თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 12 საათზე დაიწყება. გუშინდელ სხდომაზე ერთმანეთს დავით სარალიძისა მამა ზაზა სარალიძე და მიხეილ კალანდიას მამა და ძმა დაუპირისპირდნენ. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.