თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა, სხდომის პარალელურად კი, სასამართლოსთან ზურაბაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.
დავით ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.