თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე, "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი ემის" დირექტორები და "თიბისი ბანკის" თანამშრომელი დაიკითხება. მისი თქმით, "სამგორი ემისა" და "სამგორი თრეიდის" დირექტორები დაადასტურებენ, რომ ავთანდილ წერეთელი ამ კომპანიების ფაქტობრივი მმართველია და მან აიღო "თიბისი ბანკისგან" ფული, რომელიც შემდგომ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე გადაასესხა.
გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ოთხი მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც "თიბისი ბანკი" 2008 წელს შეამოწმეს.