თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა. პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვებოდა.
დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე, "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი ემის" დირექტორები და "თიბისი ბანკის" თანამშრომელი დაიკითხნენ. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა
სადაო სესხი იყო თვალთმაქცური ხასიათის და რეალურად თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაბრუნებულიყო.მისი თქმით, "თიბისი ბანკის" ინიციატივით, 2012 წელს საქმეში შემოვიდა ოფშორული კომპანია, რომელმაც ვალი გადაიწერა.გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ოთხი მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხა, რომელთაც 2008 წელს "თიბისი ბანკი" შეამოწმეს.