ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ადვოკატის განცხადებით, ოქრუაშვილის ბრალეულობას ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს. მას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას ედავებიან. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს სასამართლოში უაზრო სიარული და სახელმწიფო რესურსის უაზროდ ხარჯვა გრძელდება.