თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე საძაგლიშვილმა აღნიშნა, ის სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის საქმეზე დართვის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება, რომ 3 იანვარს, როცა გამომძიებლებმა გიორგი რურუას საკნიდან მისი პირადი ნივთები ამოიღეს, ციხეში გიორგი რურუას ადვოკატი იმყოფებოდა, თუმცა, მას შესაძლებლობა არ მისცეს, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში.