ეს საქმე გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არის აბსურდული, ვინაიდან საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის, - აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განაცხადა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, რეანომობილის მძღოლს, ჯაბა ხულორდავას დაკითხავენ. პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებას. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ გიორგანაშვილის საქმეზე განაჩენი წლის ბოლომდე დადგება. ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.