საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება - Palitra News

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება

2020-02-27 13:06:06+04:00

ზოგადი განათლების სამმათველოს უფროსის ეკა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე საჯარო სკოლებში კორონავირუსის ფაქტის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი არ შეწყდება.

დღეიდან განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს გაამკაცრებს. ეკა ხუციშვილის ინფორმაციით სკოლების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება გააკონტროლოს აღნიშნული და ხელი შეუწყოს ვირუსის პრევენციას. დღის ბოლომდე კი სკოლები მომარაგდება საჭირო ჰიგიენური საშუალებებით. მისი განცხადებით, ამ დროისთვის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებული არ არის.