მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 900 ათასი ლარით გაიზრდება. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცნობით, მთავრობის დადგენილებით, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რაც დაკავშირებულია ქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის საათობრივ ბადესთან. უწყების ცნობით, დაფინანსების ზრდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.