ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კორექტირებული სახით გავა. საუბარია ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს განსახილველად გასული წლის ოქტომბერში წარედგინა, თუმცა განხილვის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. აღნიშნული პაკეტის მთავარი სიახლე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნაა, რეესტრში შესულ პირებს კი, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ. ამავე კანონპროექტით, 21 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები იკრძალება.