საჯარო სექტორსა და სტარტაპ კომპანიებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი ხდება. ამ მიზნით, საქართველოში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობას უფრო წარმატებულს გახდის. ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს, ეკონომიკის მინისტრმა თავად გააცნო. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევაზე, მათი გადაჭრის გზებსა და სტარტაპების მხარდამჭერ სამომავლო პროექტებზე.