"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. წერეთლის გამზირზე "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტებმა რეგისტრაცია გაიარეს და ზურაბ აბაშიძეს მხარი ღიად დაუჭირეს. აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს. მისი თქმით, დიდუბის მცხოვრებლების პრობლემებს ის პირადად გაეცნობა.