საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია. შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ- გვერდზე უკვე ატვირთულია.
ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტელეკომპანიის 40%-ს შპს „პანორამა“ ფლობს. საჯარო რეესტრს შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად ადვოკატმა პაატა სალიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. 15:17 საათზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია რჩება. დოკუმენტი საიტზე როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზეა ატვირთული.