4 ივნისს, გალობის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთათვის ყველაზე აქტუალურ თემაზე "სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერთა როლი ქართული მეცნიერების რეფორმირებაში". აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი მუსიკოლოგებს და ტრადიციული მუსიკის მკვლევრებს პირველად ეწვია. ლექციის ფორმატში ახალგაზრდა მუსიკოლოგებმა მიიღეს ინფორმაცია ქართულ მეცნიერებაში არსებული მთავარი გამოწვევებისა და კვლევის ეფექტურად წარმართვის ფართო შესაძლებლობების შესახებ.