კვარტალში ერთხელ, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფორმატში, საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების განხილვა გაიმართება. ინიციატივა ბიზნესისა და ეკონმიკის ცენტრს ეკუთვნის. პროგრამა დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტეთან თანამშრომლობით განხორციელდება. პროგრამის მიზანი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში ბიზნეს-სექტორის ჩართულობის გააქტიურებაა.