სოციალური მომსახურეობის სააგენტო უკვე რამდენი წელია დასაქმების პროგრამას ახორციელებს. თუკი სამსახურის ძიებაში ხართ, გსურთ დასაქმდეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში და გაინტერესებთ რა ვაკანსიებია ქვეყანაში, Worknet.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდეთ. ეს არის ელექტრონული სივრცე, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიქმნა და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ განათლება უფასოდ, დასაქმდეთ და აიმაღლოთ კვალიფიკაცია. სოციალური მომსახურეობის სააგენტო ეგრეთ წოდებული „ცირკულარული მიგრაციის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებასაც სთავაზობს. უცხოეთში მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით ხდება დაინტერესებული პირების გადამზადება და მაქსიმუმ 3 წლიანი კონტრაქტით საქართველოს მოქალაქე უცხოეთში სამუსაოდ მიემგზავრება.თუმცა სამუსაო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების აუცილებელი პირობაა. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასაქმების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით პროგრამის ფარგლებში პოლონეთში უკვე დასაქმდა საქართველოს, რამდენიმე მოქალაქე და სამშობლოში დაბრუნებამდე მათ უსაფრთოებაზე პასუხისმგებელობას სახელმწიფო იღებს. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ინფორმაციით პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება, კერძოდ, 2016 წელს 770 ადამიანი დასაქმდა 2017 წელს 1775-ი, 2018 წელს კი 2000-მდე ადამიანმა იპოვნა სამსახური. მიმდინარე წლის მაისში კი დასაქმების ფორუმი თბილისის შემდეგ უკვე აჭარაში გაიმართება.