ზოგიერთი გენი ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ბიოლოგებმა გააანალიზეს დონორთა სიკვდილის შემდეგ 24 საათში აღებულ ქსოვილთა ნიმუშები, დაადგინეს აქტიურ გენთა პროდუქტები. მონაცემებს სიკვდილის დადგომამდე აღებული სისხლის ნიმუშების შესწავლის შედეგებს ადარებდნენ. აღმოჩნდა, რომ ზოგიეთი გენი პიროვნების სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა მუშაობას, ამასთან, მათი ნაწილი აქტიურდებოდა გულის გაჩერების შემდეგ. მეცნიერთა ვარაუდით, ამ გზით უჯრედი რეაგირებს ჟანგბადის ნაკლებობაზე, რომელიც სისხლის ნაკადის შეწყვეტასთან არის დაკავშირებული, თუმცა, საინტერესო მოვლენის ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათი მუშაობის შედეგები საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, შეიმუშაონ ახალი მეთოდები რიბონუკლეინის მჟავის დონეების მიხედვით ადამიანის სიკვდილიდან გასული დროის განსზაღვრისთვის.