მართალია, ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების და სამეცნიერო სერიალების პოპულარული პერსონაჟები, საინტერესო და სახიფათო მერქნისმჭამელი ტერმიტები, ძალიან ჰგვანან ჭიანჭველებს, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი აქვთ მათთან საერთო, რადგან მხოლოდ ტარაკნებს ენათესავებიან და სწორედ მათთან ერთად ქმნიან ტარაკანისებრთა რიგს. ტერმიტების 3 ათასზე მეტი სახეობიდან უმეტესობა მავნებელია, რომელთაც არა მხოლოდ მატერიალური ქონების, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც შეუძლიათ სერიოზული ზიანის მიყენება. მართალია, ტერმიტები ნებისმიერ ბუნებრივ ზონაში კომფორტულად გრძნობენ თავს ანტარქტიდის გარდა, მაგრამ სახეობათა უმეტესობა მაინც ცხელ კლიმატს ანიჭებს უპირატესობას და დიდი ნაწილიც სწორედ ტროპიკულ ტყეებში იდებს ბინას.