2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე კი ფრანგული მოდის სახლმა Saint Laurent-მა ახალი კოლექცია ეიფელის კოშკის ფონზე წარადგინა.
სადაც ვიხილეთ სწორი, განიერი მხრები, მოკლე პიჯაკები, მასიური ოქროსფერი სამკაულები, წითელი ტუჩსაცხი, ტყავის ფერადი ხელთათმანები, ტანზე მომდგარი კომბინიზონები, ყვავილოვანი პრინტები და წელზე შემოხვეული ქამრები რომელიც ოთხმოციანი წლებისა და პიკასოს სტილის მიმართ ერგვარ პატივის მიგებას წარმოადგენდა.