თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. დღეიდან შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში მოსახლეობას პირისპირ შეხვდებიან და შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობებს გააცნობენ. საბუთები მიიღება ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 -დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი "კრწანისის" ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე.