ზონა 51 მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიდუმლო ბაზაა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუქაზეც არ იყო აღნიშნული, არ მოიხსენიებოდა ცნობარში, მის თავზე კი, არასდროს დაფრინავდნენ სამოქალაქო თვითმფრინავები. აშშ-ს მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა ზონის არსებობის ფაქტს, კითხვაზე კი, რატომ იყო ნევადას უდაბნოში, ლას-ვეგასიდან 150 კილომეტრში უზარმაზარი ტერიტორია ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრული და მკაცრად დაცული, პასუხობდა, თითქოს იქ რადიაქტიური ნარჩენები იყო დამარხული. არსებობს ლეგენდა, თითქოს ზონა 51 ამერიკის სხვა საიდუმლო ობიექტებს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება, მოსამსახურე პერსონალი კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მატარებლებით გადაადგილდება. სპეციალური კვლევა ჩაატარეს სოციოლოგებმაც, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ამერიკელების 70%-ზე მეტს არ სჯერა ასტრონავტების მთვარეზე მოგზაურობის და დარწმუნებულია, რომ ცნობილი ფოტოები სწორედ ზონა51-ის უზარმაზარ ანგარშია გადაღებული.